გაკვეთილის გეგმა
1. გაკვეთილის თემა
|
ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება
|
2. სწავლების საფეხური
და კლასი
|
საბაზო საფეხური, მე-9კლასი
|
3. ინტეგრირებული
საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
|
დოდო ლეგაშვილი
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
14 მოსწავლე
|
5. განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლე კლასში არ არის.
|
6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები გაიცნობენ ქართველი მხატვრის --ნიკო ფიროსმანის--ცხოვრებას და შემოქმედებას.
|
7. გაკვეთილის სასწავლო
მიზნები (საგნების მიხედვით)
|
|
8. ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
მიმართულება: ხელოვნების ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
ს.გ.IX.5. მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.
·
ამოიცნობს კონკრეტული მხატვრის ნამუშევარს და მსჯელობს
მისი შემოქმედების სტილსა
და მანერაზე.
ს.გ.IX.6.
მოსწავლე იკვლევს
და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის
შემოქმედებაზე.
·
სხვადასხვა ვიზუალური ელემენტების მიხედვით ამოიცნობს
ეპოქას, რომელიც ასახულია ნამუშევარში
(ტანსაცმელი, ნივთები, ტრანსპორტი და სხვ.);
ს.გ.IX.7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის
ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია
იმსჯელოს მათ შესახებ.
·
მსჯელობს,
რა ხერხებით არის შენარჩუნებული და დაცული ქართულ ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები;
ს.გ.IX.8. მოსწავლე იკვლევს
ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
·
მსჯელობს
მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში;
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.IX.4. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის
ანალიზის დროს.
გამოთქვამს
მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის
მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს
დაასაბუთოს საკუთარი აზრი.
|
9. წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჟანრები, ფლობდნენ მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებს.
|
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
|
11. შეფასება
|
ინდივიდუალური, ჯგუფური, განმსაზღვრელ- განმავითარებელი.
|
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი,ფორმატი, მარკერები, კითხვარების ყუთი, საილუსტრაციო მასალა.
https://www.youtube.com/watch?v=RA4R-uwX2Yk |
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ინდიკატორები
|
|||
ჩართულობა
|
ჯგუფური
მუშაობა
|
პრეზენტაცია
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტერმინოლოგიისა და მხატვრულ- გამომსახველობითი საშუალებების ფლობა
|
|
დაბალი
1-2
|
არ არის
ჩართული საგაკვეთილო პროცესში |
ჯგუფურ მუშაობაში
არ იღებს მონაწილეობას.
| ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს. | ვერ არჩევს სახვითი ხელოვნების დარგებსა და ჟანრებს, არ შეუძლია ტერმინოლოგიის ახსნა. |
საშუალოზე დაბალი
3-4
|
იშვიათად ერთვება
|
პასიურია, იშვიათად ერთვება ჯგუფთან მუშაობაში.
|
სათქმელს
გადმოსცემს ბუნდოვნად |
ნაწილობრივ არჩევს სახვითი ხელოვნების დარგებს და ჟანრებს, ვერ ერკვევა შესაბამის ტერმინოლოგიაში.
|
საშუალო
5-6
|
პერიოდულად ერთვება
|
ცდილობს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას, გამოთქვამს საკუთარ აზრს.
| იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს, | კარგად არჩევს სახვითი ხელოვნების დარგებს და ჟანრებს,ნაწილობრივ ერკვევა შესაბამის ტერმინოლოგიაში. ასახელებს რამდენიმე მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებას. |
საშუალოზე მაღალი
7-8
|
აქტიურია
|
აქტიურია,გადმოსცემს სათქმელს, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, კომუნიკაბელურია.
| სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოსცემს, არ უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტი. კითხვებზე ადეკვატურად პასუხობს. | აღწერს კომპოზიციას და მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებს,იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას. |
მაღალი
9-10
|
აქტიური და კონსტრუქცი-
ულია |
აქტიურია, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,
კომპეტენტურია, სხვისი აზრის მიმართ გამოხატავს პატივისცემას,აქვს შეფასების უნარი. | სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოსცემს, ასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას. | აანალიზებს კომპოზიციას და მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებს,იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას. |
No comments:
Post a Comment