Wednesday, May 13, 2015

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
1. გაკვეთილის თემა
 ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება
2. სწავლების საფეხური და კლასი
 საბაზო საფეხური, მე-9კლასი
3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
 დოდო ლეგაშვილი
4. მოსწავლეთა რაოდენობა
 14 მოსწავლე
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
  განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლე კლასში არ არის. 
 6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაიცნობენ ქართველი მხატვრის --ნიკო ფიროსმანის--ცხოვრებას და შემოქმედებას. 
7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
  •  მოსწავლეებს განვუვითაროთ მხატვრული ნაშრომების ანალიზის, მასში სოციალური და ისტორიული კონტექსტის ამოცნობის უნარი. 
  • დეტალების მიხედვით განვუმტკიცოთ ამა თუ იმ ჟანრის და კულტურის ანალიზის და შეფასების უნარი.
  • ფიროსმანის ნახატების შინაარსსა და გამომსახველობით ხერხებზე დაკვირვების, მასალისადმი შემოქმედებითი მიდგომის და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი.
  • ფიროსმანის ნახატებში ეროვნული თვითმყოფადობის გამოვლენა.
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მიმართულება: ხელოვნების ნაწარმოების აღქმა კონტექსტში
ს.გ.IX.5.  მოსწავლეს  შეუძლია  ამოიცნოს და  შეადარ ერთმანეთს  სხვადასხვა  ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.  

·           ამოიცნობს კონკრეტული მხატვრის ნამუშევარს და მსჯელობს მისი შემოქმედების სტილსა და მანერაზე.
ს.გ.IX.6. მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.  
·           სხვადასხვა ვიზუალური ელემენტების მიხედვით ამოიცნობს ეპოქას, რომელიც ასახული ნამუშევარში (ტანსაცმელი, ნივთები, ტრანსპორტი და სხვ.);
ს.გ.IX.7.   მოსწავლე იკვლევს  საქართველოს  სხვადახვა  კუთხის  ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.
·           მსჯელობს, რა ხერხებით არის შენარჩუნებული და დაცული ქართულ ხელოვნებაში  ხალხური შემოქმედების ტრადიციები;
ს.გ.IX.8.  მოსწავლე იკვლევს  ხელოვნების როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
·           მსჯელობს მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში;


მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცი

ს.გ.IX.4.   მოსწავლეს შეუძლია გამოიყენს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
 გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის
მხატვრული ღირებულების შესახებ და ცდილობს
დაასაბუთოს საკუთარი აზრი. 
9. წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჟანრები, ფლობდნენ მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებს.
10. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
  • საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.   (მოსწავლეების დახმარებით საკლასო ოთახი მომზადებულია ფიროსმანის შესახებ გამონათქვამებით. (,,ხელოვნება არის ისეთივე მოთხოვნილება, როგორც სმა-ჭამა, მოთხოვნილება სიმშვენიერისა და შემოქმედებისა“ ---დოსტოევსკი.  ,,ხელოვნებაარის იქ, სადაც სულიერება და გრძნობაა“--- ვარაზი) მხატვრის ფოტოსურათით და წარწერით  ---,,ხელიხელჩაჭიდებულები ფიროსმანამდე“)                                                           (1წთ.)
  • მოსწავლეთა გამოწვევა კითხვების საშუალებით  --- რა ვიცით ფიროსმანის შესახებ? ---  მოსწავლეები იხსენებენ შესწავლილს, კლასგარეშე წაკითხულს, მოსმენილს, შემდეგ მხატვრულად კითხულობენ ლადო ასათიანის ლექსს ,,არ ვიცი ასე რამ შემაყვარა“                           (5 წთ.)
  • მინი ლექცია                                                                   (5 წთ.)
  • ფილმიდან კადრების ჩვენება.                                    (5 წთ.)
  • სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის გაცნობა და სლაიდის ჩვენება                                                           (7 წთ.)
  • ჯგუფური მუშაობა. (კლასი გაყოფილია 3 ჯგუფად. ჯგუფის ლიდერები წინასწარ გამზადებული კითხვარების ყუთიდან იღებენ კითხვებს და იწყებენ მუშაობას. I კითხვა---დავალაგოთ ეპოქის ყოფა- ცხოვრების გამომხატველი ნახატები, ვიმსჯელოთ მათ შესახებ. II კითხვა --- დავაჯგუფოთ მხატვრის პირადი ცხოვრების ამსახველი სურათები, ვისაუბროთ მათ შესახებ. III კითხვა ---რა ჟანრის ნახატები გვაქვს სახელმძღვანელოში მოცემული, ვისაუბროთ ფიროსმანის სულიერების გამომხატველ სურათებზე.)                                                                                               (10 წთ.)
  • პრეზენტაცია.                                                               (5 წთ.)
  •  გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით სქემების შევსება.  ფიროსმანი ---,,მხატვარი და ადამიანი,“ ,,რას გვასწავლის ფიროსმანის ნახატები?“                       (5 წთ.)
  • საშინაო დავალება--- მოსწავლეებმა შექმნან ფიროსმანის შემოქმედების ამსახველი ნახატები კლასში გამოფენისთვის, მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია.                                                                                                   (1წთ.)
  • მოსწავლეთა შეფასება.                                                 (1წთ.)
11. შეფასება
ინდივიდუალური, ჯგუფური, განმსაზღვრელ- განმავითარებელი.
12. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი,ფორმატი, მარკერები, კითხვარების ყუთი, საილუსტრაციო მასალა.
https://www.youtube.com/watch?v=RA4R-uwX2Yk













                                                              შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები

ინდიკატორები


ჩართულობა



ჯგუფური 
მუშაობა

პრეზენტაცია
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტერმინოლოგიისა და მხატვრულ- გამომსახველობითი საშუალებების ფლობა
დაბალი
1-2
არ არის
 ჩართული საგაკვეთილო პროცესში
ჯგუფურ მუშაობაში
 არ იღებს მონაწილეობას. 
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს.ვერ არჩევს სახვითი ხელოვნების დარგებსა და ჟანრებს, არ შეუძლია ტერმინოლოგიის ახსნა.
საშუალოზე დაბალი
3-4

იშვიათად ერთვება
პასიურია,  იშვიათად ერთვება ჯგუფთან მუშაობაში.
სათქმელს
 გადმოსცემს ბუნდოვნად
ნაწილობრივ არჩევს სახვითი ხელოვნების დარგებს და ჟანრებს, ვერ ერკვევა შესაბამის ტერმინოლოგიაში.
საშუალო
5-6

პერიოდულად ერთვება
ცდილობს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას, გამოთქვამს საკუთარ აზრს.
იშვიათად
 გამოთქვამს საკუთარ აზრს, 
კარგად არჩევს სახვითი ხელოვნების დარგებს და ჟანრებს,ნაწილობრივ ერკვევა შესაბამის ტერმინოლოგიაში. ასახელებს რამდენიმე მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებას.
საშუალოზე მაღალი
7-8

აქტიურია
აქტიურია,გადმოსცემს სათქმელს, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, კომუნიკაბელურია.
 სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოსცემს, არ უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტი.
 კითხვებზე ადეკვატურად პასუხობს.
აღწერს კომპოზიციას და მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებს,იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას.
მაღალი
9-10
აქტიური და კონსტრუქცი-
ულია
აქტიურია, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,
კომპეტენტურია,
სხვისი აზრის მიმართ გამოხატავს პატივისცემას,აქვს შეფასების უნარი.
სათქმელს ნათლად და გასაგებად გადმოსცემს,
ასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას.
აანალიზებს კომპოზიციას და მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებს,იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას.
















კუბიზმი

იმრესიონიზმი

იმრესიონიზმი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ,, შთაბეჭდილებას".
იმრსიონისტები ხატავენ ღია ცის ქვეშ --- პლენერზე და გადმოსცემენ წუთიერ შთაბეჭდილებებს.  ამას ისინი ახერხებდნენ ნათელი, სუფთა ფერებით და სქელი მონასმებით.
Add caption
http://http://binaguptapoetry.com/wp-content/uploads/2012/03/edouard-manet-my-garden-1881.jpg/wp-content/uploads/2012/03/edouard-manet-my-garden-1881.jpg